Sunday, May 28, 2017

       პროექტებით სწავლებისას ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგის უკუკავშირი.იგი სასარგებლოა იმისისთვისაც,ვინც ახორციელებს და იმისთვისაც, ვისთვისაც ახორციელებს.უკუკავშირის დაწყება უნდა ხდებოდეს პოზიტიური რჩევებით,აღინიშნოს ჯერ დადებითი და ძლიერი მხარე, შემდეგ კი კორექტულად მივცეთ რჩევები. შეიძლება გამოვიყენოთ მეთოდი 3,2,1. 
       ჩემი აზრით,ობიექტური უკუკავშირისათვის უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული კრიტერიუმები და დავაკონკრეტოთ კოლეგასთან ის საკითხები, რომლებზეც ხდება მსჯელობა.უკუკავშირი უნდა იყოს დროული,კონკრეტული და რჩევითი.
      ტრენინგზე დავწყვილდით და განვახორციელეთ უკუკავშირის სიმულაცია,რომელმაც წარმოდგენა მომცა უკუკავშირის ფორმებზე.
       ვიმსჯელეთ აგრეთვე საავტორო უფლებებზე. ახლა უკვე ვიცი,როგორ არ დავარღვიო საავტორო უფლებები.

      

Saturday, May 27, 2017

    ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები დამეხმარება პროექტებით სწავლებაში, რათა მოსწავლეებმა უფრო სიღრმისეულად შეძლონ  პრობლემაზე ფოკუსირება და სხვადასხვა ჭრილში დანახვა და წარდგენა. ამაში დამეხმარება წინარე ცოდნის გამოსავლენი,პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები, გაგებისა და მეტაშემეცნების წახალისება.
      დავწერე შეფასების დროში გაწერილი გეგმა, რაც ჩემი აზრით ყველა პროექტის აუცილებელი პროცედურაა.

Saturday, May 20, 2017

       დღეს პროექტებით სწავლების II მოდული მოვისმინეთ, რომელიც ისევე საინტერესო იყო, როგორც - პირველი.წარმოვადგინეთ საკუთარი პროექტის თემა,გავიგეთ, თუ რას მოიაზრებს პროექტი შინაარსობრივი ჩანაწერი, გავეცანით პროექტის გრგმის საბლონს, ჩვენი პროექტი დავაკავშირეთ ე.ს.გ.- ის სტანდარტის ინდიკატორებთან, ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებთან.
        გავეცანით სარეკლამო ბუკლეტების დამზადების ხერხებს კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. საშინაო დავალებად კი მივიღეთ ჩვენი პროექტისთვის აღნიშნული ბუკლეტის დამზადება.დიდი მადლობა ტრენერს.
        

Friday, May 12, 2017

დავიწყეთ პროექტებით სწავლების ტრენინგი, რომელიც  დამეხმარება გამოვავლინო  მოსწავლეთა საჭიროებები, აუმაღლდებათ ჩართულობა,დამოუკიდებლად მუშაობის ჩვევები,ტექნოლოგიების გამოყენების უნარები, განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, მიეცემათ შესაძლებლობა გამოავლინონ ინიციატივა, შემოქმედებითობა, შეძლებენ თვითრეალიზებას. ვფიქრობ, პროექტებით სწავლება უფრო საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს.
         ველოდები პროექტებით სწავლების  შემდგომ ეტაპებს.